top of page
_Z6G8980 copy.png

„ინოვა ინ ვიტრო“ ინოვაციური კლინიკაა, რომელიც 2016 წლიდან ემსახურება საქართველოსა და მსოფლიოში ქალებისა და მამაკაცების უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილ დიაგნოსტირებას, მართვასა და მკურნალობას.

ჩვენი პარტნიორია ესპანური კლინიკების ქსელი IVI, რომლის სპეციალისტებისთვისაც „ინოვა ინ ვიტრო“ მეორე სახლად იქცა. მათთან ერთად ვზრუნავთ ჩვენი კლინიკის ძირითად მიმართულებაზე - რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ინ ვიტრო განაყოფიერებაზე.

ჩვენი ფილოსოფია

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტისთვის კომფორტის შექმნა, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მიდგომა და მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. 

მსოფლიო ლიდერებთან თანამშრომლობით, „ინოვა ინ ვიტრო“ მუდმივად ვითარდება, მივყვებით სიახლეებს და ვნერგავთ ინოვაციურ თანამედროვე მეთოდებს.

ჩვენი ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდი განსაკუთრებით ზრუნავს გენეტიკური კვლევების დახვეწასა და განვითარებაზე. ამის დასტურია, რომ „ინოვა ინ ვიტროში“ წარმატებით სრულდება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა - ემბრიონების PGT-A და PGD კვლევები. 

ჩვენი მისია
ჩვენი ხედვა
ჩვენი ღირებულებები

ვიზრუნოთ ოჯახების ბედნიერებაზე და ერთად შევქმნათ მომავალი.

ვიყოთ გლობალური ავტორიტეტული კლინიკა, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ორსულობის მართვის მიმართულებით.

ხარისხი: ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურებას და შესაბამისად, ვიმსახურებთ მათ ნდობას.

ეთიკურობა: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტი, მისი კომფორტი და წარმატებული მკურნალობაა, რასაც სამედიცინო ეთიკის ნორმების სრული დაცვა განაპირობებს.

 

 

„ინოვა ინ ვიტროს“ გუნდი 52 ადამიანს აერთიანებს. ჩვენი ექიმები სფეროს გამოცდილი პროფესიონალები არიან, სერთიფიცირებულნი რეპროდუქტოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით. ინ ვიტრო განაყოფიერების კუთხით მათი 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება კი გარანტიაა, რომ თითოეული პაციენტის კომპლექსურ გამოწვევებს მაღალკვალიფიციური კონსულტაციითა და დიაგნოსტიკით უპასუხებენ.

​​​

ანდროლოგია/უროლოგია
დერმატოლოგია
bottom of page