top of page
სუროგაცია

საქართველოში სუროგაცია 1997 წლიდან ლეგალურია. ეს ნამდვილი საჩუქარია იმ წყვილებისთვის, რომლებმაც მშობლობამდე ყველა შესაძლო გზა სცადეს. Innova In Vitro და „ფოინთ მედიქალ ცენტრი“ (Point Medical Center) გთავაზობთ სრულ სუროგაციულ მომსახურებას, დედის შერჩევიდან სამართლებრივ პროცედურებამდე.
 

ჩვენ ვეხმარებით ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ წყვილებს მთელი მსოფლიოდან.  გთავაზობთ სუროგატების ფართო არჩევანს, რომელთაგანაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. საქართველოში სუროგაციის სამართლებრივი მიდგომა ამარტივებს პროცესს და დაბადების მოწმობაში სუროგაცია ან კვერცხუჯრედის დონაცია ნახსენები არ არის.
 

ჩვენთან მიიღებთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა: ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) / ICSI, კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამა, IVF დონორის კვერცხუჯრედის პროგრამა, სუროგაციის პროგრამა საკუთარი ციკლით, სუროგაცია დონორის კვერცხუჯრედის პროგრამით, სუროგაცია აივ-ინფიცირებული მშობლებისთვის, PGD სქესის შერჩევისთვის.
 

ჩვენი მიზანია, თქვენი დიდი ხნის ოცნება რეალობად ვაქციოთ.

დაგვიკავშირდით

family-spend-time-summer-garden.jpg
bottom of page